Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

Amnesty International-ი: ნოემბერში ირანის საპროტესტო გამოსვლებისას ხელისუფლება დაუნდობლად და განურჩევლად ხოცავდა ხალს

Amnesty International-ის თანახმად, ნოემბერში ირანის უშიშროების ძალების მიერ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების „დაუნდობელი“ დარბევისას მოკლული 300-ზე მეტი ადამიანის ოჯახები კვლავაც განიცდიან ხელისუფლების მხრიდან „ინტენსიურ დევნას და დაშინებას“, როცა ისინი სამართლის აღსრულებისთვის იბრძვიან. 15 ნოემბერს ირანში ხუთდღიანი საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ საწვავის ფასების ზრდის შესახებ გამოაცხადა. Amnesty International-ს აღრიცხული ჰყავს 304 მამაკაცი, ქალი და ბავშვი, რომლებიც უშიშროების ძალებმა მოკლეს საპროტესტო გამოსვლებისას. მაგრამ ორგანიზაცია ფიქრობს, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია. ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ 304 მსხვერპლის წინააღმდეგ ლეტალური ძალის გამოყენება უკანონო იყო, განაცხადა 20 მაისს ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა. თითქმის არცერთ საპროტესტო აქციაზე არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ მის მონაწილეებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი ან რომ ისინი გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდნენ სიცოცხლეს, რაც გაამართლებდა მათ წინააღმდეგ ლეტალური ძალის გამოყენებას. „ის გარემოება, რომ ამდენი ადამიანი მოკლეს ისე, რომ ისინი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, მიუთითებს იმაზე, რომ უშიშროების ძალები განურჩევლად და სასტიკად ხოცავდნენ ხალხს,“ განაცხადა Amnesty International-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის კვლევისა და ადვოკატირების საქმეთა დირექტორმა ფილიპ ლუთერმა.

Related news

Latest News
Hashtags:   

Amnesty

 | 

International

 | 

ნოემბერში

 | 

ირანის

 | 

საპროტესტო

 | 

გამოსვლებისას

 | 

ხელისუფლება

 | 

დაუნდობლად

 | 

განურჩევლად

 | 

ხოცავდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources