Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ამირან გამყრელიძე ტრანსპორტზე: ეს არ იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ იქნება ძალიან მალე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება. მან ბრიფინგზე განმარტა, რომ ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია, რადგან გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს. ყველაზე ახლო, რაც შემიძლია გითხრათ, 22-ში (მაისს) გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ - ჩვენ ვხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითებს... ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ეს არ იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ იქნება ძალიან მალე , - თქვა გამყრელიძემ. ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 713 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 475 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო გაჩერებულია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ამირან

 | 

გამყრელიძე

 | 

ტრანსპორტზე

 | 

იქნება

 | 

მაგრამ

 | 

იქნება

 | 

ძალიან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources