Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

გამყრელიძე: ვემზადებით სტომატოლოგების გადამზადებისთვის, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე დღეში დაიწყება სტომატოლოგების გამოკვლევა COVID – 19-ზე. როგორც ის ამბობს, იგეგმება სტომატოლოგების გადამზადება, იმისთვის, რომ მათ თვითონ აიღონ COVID -19-ისთვის ნიმუშები. „მიმდინარეობს საუბარი სტომატოლოგთა ასოციაციებთან მოლაპარაკება“, - თქვა გამყრელიძემ „ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ასევე, ამბობს, რომ იგეგმება - ფარმაცევტების ტესტირება. , როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, სტომატოლოგებსა და ფარმაცევტებს მჭიდრო შეხება აქვთ ადამიანებთან. „მაღალი რისკის ზონებში უკვე ჩატარდა მაღაზიის გამყიდველთა და ფარმაცევტების გამოკვლევა, მაგალითად, მარნეულში. საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია“, - თქვა გამყრელიძემ. 20 მაისის 19:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 475, გარდაცვალა 12 ადამიანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

გამყრელიძე

 | 

ვემზადებით

 | 

სტომატოლოგების

 | 

გადამზადებისთვის

 | 

ნიმუშები

 | 

თვითონ

 | 

აიღონ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources