Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღად 5 ივლისი გამოაცხადა

ოთხშაბათს ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გამოაცხადა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 5 ივლისს ჩატარდება. მანამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის პარლამენტმა თავი დაშლილად გამოაცხადა. სახელმწიფო საარჩევნო კომისია და ხორვატიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი გადაწყვეტენ, როგორ ჩატარდეს კენჭისყრა პანდემიის პირობებში. კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ანრეი პლენკოვიჩმა გასულ კვირაში თქვა, რომ მისი კოალიციური მთავრობა მხარს უჭერს არჩევნების ჩატარებას დაგეგმილ თარიღზე რამდენიმე თვით ადრე, რათა ქვეყანაში სრულუფლებიანი მთავრობა ჩამოყალიბდეს ეპიდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. როგორც ვარაუდობენ, წელს ხორვატიის ეკონომიკა 9,4 პროცენტით შემცირდება პანდემიის გამო.

Related news

Latest News
Hashtags:   

ხორვატიის

 | 

პრეზიდენტმა

 | 

ზორან

 | 

მილანოვიჩმა

 | 

რიგგარეშე

 | 

საპარლამენტო

 | 

არჩევნების

 | 

თარიღად

 | 

ივლისი

 | 

გამოაცხადა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources