Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

კელი დეგნანი მართლმსაჯულებაზე - საქართველოში არის ბევრი პროფესიონალი იურისტი, რომელსაც სურს აღასრულოს კანონი პოლიტიკური ჩარევის გარეშე

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოში უცხოური, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად არსებითია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა. ამის შესახებ მან 20 მაისს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პროფესიონალური მართლმსაჯულების განვითარება. საქართველოში არის ბევრი მოწოდებული პროფესიონალი იურისტი: მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, რომლებსაც სურთ აღასრულონ კანონი პოლიტიკური ჩარევის გარეშე. აშშ ეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის შექმნის პროცესში და ჩვენი დახმარება გაგრძელდება. შემდგომი პროგრესი არსებითია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ისევე როგორც ეკონომიკის პროგრესისთვის. ინვესტორებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ მათი ხელშეკრულებები იქნება ძალაში და დავები გადაწყდება დროულად, სამართლიანად, თანაბარ პირობებში, თუ არა და, ისინი თავიანთ ინვესტიციებს სხვაგან წაიღებენ“. იმავე პრესკონფერენციაზე, კითხვა-პასუხის ნაწილში აშშ-ის ელჩი კიდევ ერთხელ შეეხო ბიზნესისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს: „ჩვენ ვისურვებდით მეტ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში და მეტ ქართულ კომპანიას ჩაედო ინვესტიცია აშშ-ში. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ შესაძლებლობებზე და გარკვეული კავშირების ხელშეწყობაზე. COVID-ის დროს დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და საქონლის მოძრაობის შენარჩუნება. ფოთის პორტი თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, რაც აჩვენებს, რომ არის მოთხოვნა, არის შესაძლებლობები ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ ითამაშოს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის როლი, რისკენააც, როგორც ვფიქრობ, საქართველო მიისწრაფის. გაგვიხარდებოდა, აშშ-ის კომპანიების მონაწილეობა ამის მიღწევაში. იმედი მაქვს, ამერიკული კომპანიები მოხარულები იქნებოდნენ ეხილათ განვითარების საფინანსო კორპორაციის სესხის პირველი ტრანში ფოთის პორტის ტერმინალებისთვის მათი პროექტის ფარგლებში, რაც არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართ ამერიკული ინტერესის დიდი ნიშანი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის, ზოგადად ინვესტორის, მაგრამ უცხოელი და მათ შორის ამერიკელი ინვესტორის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობას“.

Related news

Latest News
Hashtags:   

დეგნანი

 | 

მართლმსაჯულებაზე

 | 

საქართველოში

 | 

ბევრი

 | 

პროფესიონალი

 | 

იურისტი

 | 

რომელსაც

 | 

აღასრულოს

 | 

კანონი

 | 

პოლიტიკური

 | 

ჩარევის

 | 

გარეშე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources