Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

კომიტეტმა მოიწონა პროექტი, რომლითაც საგანგებო მდგომაროების გარეშე მთავრობის უფლებამოსილება იზრდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა  „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და პარლამენტის მხარდაჭერით. კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა ფრაქცია „დამოუკიდბელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ.  კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით, თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. დაგეგმილ ცვლილებას უარყოფითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, „პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს”. კანონპროექტის ინიციატორები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლადო კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.    

Related news

Latest News
Hashtags:   

კომიტეტმა

 | 

მოიწონა

 | 

პროექტი

 | 

რომლითაც

 | 

საგანგებო

 | 

მდგომაროების

 | 

გარეშე

 | 

მთავრობის

 | 

უფლებამოსილება

 | 

იზრდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources