Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ევროკავშირის ელჩებმა მოიწონეს ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებები

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა მოიწონეს ორი შეთანხმება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების უმეტეს ნაწილში მოგზაურობას გაუადვილებენ და გაუიაფებენ ბელარუსის მოქალაქეებს. 20 მაისის გადაწყვეტილებას 26 მაისს ოფიციალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობებისგან შედგება. როგორც ვარაუდობენ, შეთანხმებები ძალაში შევა არაუადრეს ივლისისა. ბრიუსელმა და მინსკმა იანვარში მოაწერეს ხელი ორ შეთანხმებას და ბელარუსის ეროვნულმა ასამბლეამ გასულ თვეში მოიწონა ისინი, ევროპარლამენტმა კი მათ მიმდინარე კვირაში აუნთო მწვანე სინათლე. როგორც კი შეთანხმებები ძალაში შევა, სავიზო მოსაკრებელი 80-დან 35 ევრომდე შემცირდება. ასევე შემოკლდება ვადები, რომლებშიც საკონსულოებმა პასუხი უნდა გასცენ ვიზის მთხოვნელებს. მოგზაურთა ზოგიერთი კატეგორია - მაგალითად, ჟურნალისტები და სტუდენტები - შეძლებენ, მრავალჯერადი ვიზები მიიღონ უფრო ხანგრძლივი მოქმედების ვადით. სავიზო რეჟიმის გამარტივება პირველი ნაბიჯია სრულ უვიზო რეჟიმამდე, რომელიც ამჟამად ევროკავშირთან აქვთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ის ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გარდა ირლანდიისა, ასევე მოიცავს სახელმწიფოებს, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში - ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროკავშირის

 | 

ელჩებმა

 | 

მოიწონეს

 | 

ბელარუსთან

 | 

სავიზო

 | 

რეჟიმის

 | 

გამარტივების

 | 

შეთანხმებები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources