Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

თბილისსა და საქართველოში ჰაერი გასუფთავდა

თბილისსა და  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. მიზეზად კი დასახელებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრი შემცირება.  ვინაიდან კვლევის თანახმად ჩანს, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან. „სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფმაციაში. საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან გაჩერებულია ავტობუსის გადაადგილება. 24 მარტიდან აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. საღამოს 21 საათიდან მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, რა დროსაც ავტომობილით გადაადგილების საშუალება აქვთ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

თბილისსა

 | 

საქართველოში

 | 

ჰაერი

 | 

გასუფთავდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources