Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით ჯუმბერ მილაძეს გარდაცვალებამდე ინსულტი ჰქონდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, 63 წლის ჯუმბერ მილაძის გარდაცვალებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მინისტრის ცნობით გარდაცვალებმდე ჯუმბერ მილაძეს ინსულტი ჰქონდა, როდესაც ახალგორიდან ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს. რთული გზის გამო, სავარაუდოდ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. სახელმწიფო მინისტრის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეცა შესაძლობა პაციენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოეყვანათ, რამაც პაციენტის მდგომარეობა დაამძიმა. „საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“,- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი. ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა. ჯუმბერ მილაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ქეთევან

 | 

ციხელაშვილის

 | 

ინფორმაციით

 | 

ჯუმბერ

 | 

მილაძეს

 | 

გარდაცვალებამდე

 | 

ინსულტი

 | 

ჰქონდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources