Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

საქართველომ ანტისხეულების 30 000 ტესტი შეიძინა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ანტისხეულების 30 000 ტესტი შეიძინა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსზე გადაუდებელ რეაგირებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომწოდებელია ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანია, რომელიც ანტისხეულების ტესტებით ამარაგებს ევროპის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამინისტროს მოჰყავს კომპანიის წარმომადგენლის, ვაკლი ბიჯარის სიტყვები, რომ ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტისაა: „ავსტრიამ უკვე 200 000 ტესტი შეიძინა, გერმანიამ კიდევ მეტი. შტატებშიც 200 000 ათასი გავგზავნეთ, მაგრამ დიდი მოთხოვნა აქვთ და დამატებით 500 000 ტესტი შეგვიკვეთეს, რომელიც უნდა მივაწოდოთ“. აპრილის ბოლოს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოიტანეს 40 ათასი PCR, ანუ ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტი და ანტისხეულების 20 ათასი ტესტი. ამასთან, ბოლო პერიოდში საქართველომ სხვადასხვა კომპანიასთან ორჯერ შეწყვიტა ხელშეკრულება ტესტების ხარისხთან დაკავშირებული ეჭვების გამო.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველომ

 | 

ანტისხეულების

 | 

ტესტი

 | 

შეიძინა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources