Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ხმაურით წარიმართა

გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე პროკურორსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც მალე განიმუხტა და პროცესი მშვიდად გაგრძელდა,- ამის შესახებ გიორგი რურუას საქმის პროკურორმა და  რურუას ადვოკატმა განაცხადეს, სხდომის დასრულების შემდეგ. პროკურორის ვასილ  სამხარაძის განცხადებით გიორგი რურუა ცდილობდა პროცესის მიმდინარებისას მოწმეების დისკრედიტაციას. „მოწმის დისკრედიტაცია ნიშნავს, მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას, დანარჩენი უკვე ხმაურიანი საუბრია იყო“,- განაცხადა პროკურორმა. ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პროცესზე პროკურორის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება  ჩანდა,  „ადგილი ჰქნოდა ყვირილს  რამაც გამოიწვია სიტუაციის გამწვავება“,- აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისი განმარტებით სიტუაცია მალევე განიმუხტა. მოსამართლემ გაფრთხილება მისცა პროკურორსაც და ბარალდებულსაც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე  4 მოწმე დაიკითხა, ის ექსპრეტ-კრიმინალისტები, რომლებიც გიორგი რურუას დნმ-ს აღების პროცესს ესწრებოდნენ და ისინი ვინც რურუას მანქანა გაჩხრიკა. ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადებით,  დღევანელ სხომაზე მოწმეთა დაკითხვისას მნიშვნელოვანი ითქვა, რომ არსებული დმს-ს ნიმუში არ დალუქულა სპეციალურ ერთჯერად კონტეინერში, სპეციაური შტრიხკოდის მითითებით,  მისი  თქმით ეს ამყარებს  დაცვის მხარის ეჭვს, რომ დნმ-ს დატანა მოხდა იარაღზე, შავგულიძის თქმით „სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული“ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ორშაბათს გაგრძელდება. 18 მაისის სხდომაზე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა არჩევნების საკითხებში ჩასართავად სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ. გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.  

Related news

Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

რურუას

 | 

სასამართლო

 | 

პროცესი

 | 

ხმაურით

 | 

წარიმართა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources