Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

რუსეთში გამარჯვების აღლუმი და საკონსტიტუციო შესწორებებზე კენჭისყრა შესაძლოა 24 ივნისს ჩატარდეს

კრემლში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ 24 ივნისს ჩატარდეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი და ასევე სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო-ეროვნული კენჭისყრა. ამის შესახებ რამდენიმე რუსული საინფორმაციო სააგენტო იუწყება კრემლის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.   კრემლის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ 24 ივნისს ამ ორი ღონისძიების ჩატარება ფრთას შეასხამს ადამიანებს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ. ამას გარდა, ორი ღონისძიების ერთ დღეს გამართვა მოსახერხებელია იმითაც, რომ ეს დღე, ოთხშაბათი, უქმედ გამოცხადდება.   რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 მარტს გამოაცხადა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სამხედრო აღლუმისა და კენჭისყრის გადავადების შესახებ. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როდის გაიმართება გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი და საერთო-ეროვნული კენჭისყრა საკონსტიტუციო შესწორებებზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთში

 | 

გამარჯვების

 | 

აღლუმი

 | 

საკონსტიტუციო

 | 

შესწორებებზე

 | 

კენჭისყრა

 | 

შესაძლოა

 | 

ივნისს

 | 

ჩატარდეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources