Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ახალგორელი პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან მომავალ გზაზე გარდაიცვალა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს არ აძლევდა ე.წ. საზღვარზე პაციენტის გადაყვანის უფლებას. ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა. ჯუმბერ მილაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარადიცვალა. მისი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია. ჯუმბერ მილაძეს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი უწოდა ახალგორის რაიონის ლეგიტიმურმა გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ახალგორელი

 | 

პაციენტი

 | 

ოკუპირებული

 | 

რეგიონიდან

 | 

მომავალ

 | 

გზაზე

 | 

გარდაიცვალა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources