Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მაისის ბოლოს ხელი მოეწერება მემორანდუმს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მაისის ბოლოს ხელის მოეწერება მემორანდუმს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლისგანაც ქვეყანა მიიღებს შეღავათიან სესხს ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად.   ამის შესახებ ზელენსკიმ ისაუბრა 20 მაისს პრეზიდენტის სასახლის ეზოში მოწყობილ დიდ პრესკონფერენციაზე, რომელშიც უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტები მონაწილეობენ.   სსფ-ისგან კრედიტის მისაღებად, 13 მაისს უკრაინელმა კანონმდებლებმა მესამე მოსმენით მიიღეს „ანტიკოლომოისკის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი, რომელიც ძალაში შესვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთ დროს დაახლოებული ოდიოზური ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი, უკვე სასამართლოს გზითაც ვეღარ შეძლებს სახელმწიფოს მიერ წინა ხელისუფლების დროს ნაციონალიზებული, თავისი კუთვნილი, „პრივატიბანკის“ დაბრუნებას.   თვის დასაწყსიში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიღებული 3,5 მილიარდ დოლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზელენსკი

 | 

დარწმუნებულია

 | 

მაისის

 | 

ბოლოს

 | 

მოეწერება

 | 

მემორანდუმს

 | 

საერთაშორისო

 | 

სავალუტო

 | 

ფონდთან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources