Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ზალმაი ხალილზადის ავღანეთში ჩასვლას დაემთხვა თავდასხმები მეჩეთებზე

ქაბულში მყოფი აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანზე, რათა განაახლონ ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, რასაც საფრთხეს უქმნის მზარდი ძალადობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.   20 მაისს ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფისმა დაადასტურა ცნობა, რომ ხალილზადი ქაბულში ჩავიდა ყატარიდან, სადაც იგი შეხვდა თალიბანის წარმომადგენლებს.   ზალმაი ხალილზადის ავღანეთში ვიზიტის ფონია 19 მაისს მოწყობილი თავდასხმა ორ მეჩეთზე, სადაც სულ მცირე 13 კაცი დაიღუპა.   ერთი თავდასხმა ფარვანის პროვინციაში მოხდა, ხოლო მეორე -ხოსტში. თავდასხმაზე პასხუსმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზალმაი

 | 

ხალილზადის

 | 

ავღანეთში

 | 

ჩასვლას

 | 

დაემთხვა

 | 

თავდასხმები

 | 

მეჩეთებზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources