Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

საუკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეების განახლება ხურჩასთანაც დაიწყეს

აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის გამაგრების სამუშაოებს ატარებენ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას ესაზღვრება. რადიო თავისუფლებას ხურჩაში მცხოვრებმა უამბო, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ღობეების დაზიანებულ ნაწილებს ცვლიან. წყაროს ინფორმაციით, ბოძები ჯერ კიდევ 5 დღის წინ მიიტანეს, შემდეგ აღარ გამოჩენილან და სამუშაოები მხოლოდ ახლა განაახლეს. ხურჩა-ნაბაკევის გამყოფი „სასაზღვრო ღობეების“ დაზიანებულ ადგილებს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებნი ხშირად იყენებდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელად. ხურჩელი რესპონდენტის ინფორმაციით, მას ნაბაკევში მცხოვრებმა ახლობელმა უამბო, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურჩასთან გამყოფ ხაზზე, ოკუპირებულ ნაბაკევში ორმოებსაც თხრიან, რათა ე.წ. საზღვარზე გადასვლა აღკვეთონ. გასულ კვირაში საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეების განახლება დაიწყეს გალის რაიონის სოფელ საბერიოსთანაც, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება.

Related news

Latest News
Hashtags:   

საუკუპაციო

 | 

ძალებმა

 | 

სასაზღვრო

 | 

ღობეების

 | 

განახლება

 | 

ხურჩასთანაც

 | 

დაიწყეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources