Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

გიორგი რურუას ადვოკატი გათავისუფლების მოთხოვნას აღარ დააყენებს

გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ, 20 მაისის სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს აღარ დააყენებენ. ამის შესახებ მან სხდომაზე შესვლის წინ განაცხადა. არ ვაყენებთ იმიტომ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას სჭირდება. ჩვენ წინა სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და მივიღეთ უარი. ამ სხდომის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ახალი გარემოება საქმეში არ არსებობს, რის გამოც მოვითხოვთ გათავისუფლებას , - თქვა საძაგლიშვილმა. 18 მაისის სხდომაზე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა არჩევნების საკითხებში ჩასართავად სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ. გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

რურუას

 | 

ადვოკატი

 | 

გათავისუფლების

 | 

მოთხოვნას

 | 

დააყენებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources