Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ბრაზილიამ მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით

ბრაზილიაში 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 1179 ადამიანი. ეს პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 19 მაისისთვის ბრაზილიაში 271 885-ს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა. მათგან 17 983 გარდაიცვალა. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ბრაზილია მხოლოდ აშშ-ს და რუსეთს ჩამორჩება. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ბრაზილიაში ტესტირების მაჩვენებელი დაბალია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა 15-ჯერ მეტია. ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსის საფრთხეს არ აღიარებს და მას მხოლოდ გრიპს უწოდებს. ბოლსონარუ მკაცრად აკრიტიკებს გუბერნატორებს, რომლებმაც თავის რეგიონებში შეზღუდვები დააწესეს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მაღაზიების, რესტორნების და სკოლების დახურვას ბრაზილიის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ ბოლსონარუს წინააღმდეგ პროტესტი იზრდება. კორონავირუსთან საბრძოლველად აუცილებელი ზომების გამო პრეზიდენტთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადადგა ჯანდაცვის უკვე მეორე მინისტრი.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბრაზილიამ

 | 

მსოფლიოში

 | 

მესამე

 | 

ადგილზე

 | 

გადაინაცვლა

 | 

კორონავირუსის

 | 

გავრცელების

 | 

მასშტაბით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources