Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩაკეტა რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქი

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის მოსაზღვრე რეგიონში კორონავირუსის ახალმა ეპიდემიამ იფეთქა. კარანტინით  ჩაიკეტა პროვინცია ლიონინის ქალაქი შულანი, რომელიც ვლადივოსტოკიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს   ორი წყაროს ცნობით შულანში შემოღებულია ისეთივე მკაცრი კარანტინი, როგორც წლის დასაწყისში იყო ქალაქ უჰანში. ქალაქში, რომელშიც 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დახურულია ყველა საცხოვრებელი კომპლექსი: ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს გარეთ დღეში ორი საათით გამოსვლის უფლება პროდუქტებისა და პირველადი აუცილებლობის ნივთების შესაძენად.   დღეისათვის ქალაქში გამოვლენილია კორონავირუსის 40 შემთხვევა.   გაზეთ China Daily-ის თანახმად, შულანის კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ასეულობით ადამიანი. გამოცემის პროგნოზით, ეპიდემია რაიონში რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჩინეთმა

 | 

კორონავირუსის

 | 

ეპიდემიის

 | 

ჩაკეტა

 | 

რუსეთის

 | 

საზღვრის

 | 

მახლობლად

 | 

მდებარე

 | 

ქალაქი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources