Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

პუტინი რუსეთის მთავრობას აკრიტიკებს ექიმებისთვის კომპენსაციის გადაუხდელობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა სამშაბათს კორონავირუსის შესახებ გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობის გამო ექიმებისთვის გათვალისწინებული დანამატი ადრესატებამდე ვერ მივიდა.   „საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში გაწეული სამუშაოს ანაზღაურებისთვის მთავრობის დადგენილებაში იმთავითვე გასაგები, მკაფიო, გამჭვირვალე და იოლად კონტროლირებადი პრინციპები რომ ყოფილიყო გაწერილი, მაშინ ნაკლები შეკითხვები იარსებებდა გუბერნატორებისა და მთავარი ექიმების მიმართ“, - განაცხადა სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა.     აპრილში ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა ექიმებისთვის 25-დან 80 ათასამდე რუბლის გადახდის შესახებ, რაც ბიუჯეტიდან 15 მაისამდე უნდა გადარიცხულიყო. მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ ან უარს ეუბნებიან ამ ფულის მიცემაზე, ან ფულს აძლევენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობის წუთობრივი გაანგარიშებით, რაც დაპირებულზე ბევრად ნაკლებია.   პუტინმა მთავრობა გააკრიტიკა ბიუროკრატიული საქმიანობისთვის. სამშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრა კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალი ექიმებისთვის კომპენსაციის გადაუხდელობის საქმეზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

პუტინი

 | 

რუსეთის

 | 

მთავრობას

 | 

აკრიტიკებს

 | 

ექიმებისთვის

 | 

კომპენსაციის

 | 

გადაუხდელობისთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources