Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

საჩხერის საავადმყოფოდან COVID-უარყოფითი დიაგნოზით გაწერილ პაციენტს, ვირუსი ისევ აღმოაჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, COVID – 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა პაციენტს საიზოლაციო პერიოდში, მაშინ, როდესაც მან ამავე დიაგნოზით იმკურნალა და გაეწერა. მოგზაურობის ისტორიის მქონე მამაკაცმა საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან თვითიზოლაციაში, მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. საჩხერის შემთხვევა „პალიტრანიუსის“ ეთერში შეაფასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. „ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია”, - თქვა  პაატა იმნაძემ და საქართველოში მოქმედი პრაქტიკაც განმარტა, - „ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ, რაც ორი ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, ეს დაავადება უცნობია, ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ“

Related news

Latest News
Hashtags:   

საჩხერის

 | 

საავადმყოფოდან

 | 

COVID

 | 

უარყოფითი

 | 

დიაგნოზით

 | 

გაწერილ

 | 

პაციენტს

 | 

ვირუსი

 | 

აღმოაჩნდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources