Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

WHO იქნება წარმმართველი ძალა კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იქნება წარმმართველი ძალა კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის საქმეში, - განაცხადა სამშაბათს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსი „გახლეჩვით ემუქრება საერთაშორისო ურთიერთობის სტრუქტურას“.   WHO-ს გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მრავალ წევრს, რომლებმაც ორდღიანი მინისტერიალის მსვლელობის დროს დახმარება და სოლიდარობა გამოხატეს; ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა მნიშვნელოვანი უწოდა ყველა, 149 წევრი სახელმწიფოს მიერ კონსენსუსით გაზიარებულ ევროკავშირის იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს პანდემიაზე საერთაშორისო პასუხის დამოუკიდებელი შეფასების სასწრაფო ჩატარებას და რომელიც, ღებრეიესუსის თქმით, კი „არ ზღუდავს WHO-ს, არამედ ითვალისწინებს მის ჩართულობას.“     WHO-ს გენერალურ-დირექტორს არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განზრახვა, რომ აღარ დააფინანსებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO), თუ ის არ იკისრებს ვალდებულებას, გააუმჯობესოს მუშაობა 30 დღის განმავლობაში.

Related news

Latest News
Hashtags:   

იქნება

 | 

წარმმართველი

 | 

კორონავირუსის

 | 

წინააღმდეგ

 | 

გლობალურ

 | 

ბრძოლაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources