Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

რუსეთმა მიმდინარე წლის განმავლობაში 216 ათას კაცს მიანიჭა მოქალაქეობა, უმრავლესობა - უკრაინელია

რუსეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგრძნობლად მოუმატა მოქალაქეობის მინიჭების ტემპებს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5-ჯერ მეტ, დაახლოებით 216 ათას კაცის მიანიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.   ასეთი დასკვნა გამომდინარეობს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკიდან. ხოლო საერთაშორისო აუდიტორულ-კონსალტინგურ ქსელ FinExpertiza-ს თანახმად, რუსეთის მოქალაქეობამინიჭებული ხალხის ძირითადი ნაწილი, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკაში მცხოვრები, უკრაინის მოქალაქეები არიან. 2019 წელს მათი პროცენტული მაჩვენებელი გაორმაგდა და 60%-ს მიაღწია, ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 67%-ია, ანუ რუსული პასპორტები მიიღო 108 ათასზე მეტმა უკრაინელმა.   გასული წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულების, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების გაფართოების შესახებ დონეცკისა და ლუგანსკი ოლქების ყველა მცხოვრები. იგულისხმება როგორს სეპარატისტების, ისე კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები. ამასთან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, კანონი აღარ ავალდებულებს უარი თქვას უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე. ამ ნაბიჯს მწვავე პროტესტი მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. კიევის პოზიცია გაიზიარა ევროკავშირმაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ ცნობს ამ დოკუმენტებს. რუსეთის სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკის კონცეფციით, 2019-2025 წლებში რუსეთში განსაზღვრულია 5-10 მილიონამდე ადამიანის მიზიდვა. გამოცემა The Bell აღნიშნავს, რომ რუსეთში ზედიზედ მეორე წელია სწრაფად კლებულობს მოსახლეობის რიცხოვნება. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 260 ათასი კაცი შეადგინა.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთმა

 | 

მიმდინარე

 | 

განმავლობაში

 | 

მიანიჭა

 | 

მოქალაქეობა

 | 

უმრავლესობა

 | 

უკრაინელია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources