Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ნიკოლაი სტატკევიჩს ბელარუსის საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა საარჩევნო რეგისტრაციაზე

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ოპოზიციის ცნობილი ლიდერის, ნიკოლაი სტატკევიჩის საინიციატივო ჯგუფს 9 აგვისტოსათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატის რეგისტრაციაზე.   კომისიამ განმარტა, რომ 19 მაისის გადაწყვეტილება ეფუძნება „სტატკევიჩის ნასამართლეობას“.   ნიკოლაი სტატკევიჩი ბელარუსის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2010 წლის დეკემბრის არჩევნებში და, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 1%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. პოლიტიკოსი კენჭისყრის დასრულების შემდეგ დააკავეს მინსკში, ოპოზიციის მიტინგის დაშლის შემდეგ. 2011 წლის მაისში, სასამართლომ ნიკოლაი სტატკევიჩი დამნაშავედ ცნო მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიკოლა სტატკევიჩი 2015 წლის აგვისტოში შეიწყალა.     ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 55 კანდიდატის საინიციატივო ჯგუფმა შეავსო და წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც 10 კანდიდატის რეგისტრაციაზე უკვე თქვა უარი.       15 მაისს კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ოლეჰ ჰაიდუკევიჩის საინიციატივო ჯგუფები. ალექსანდრ ლუკაშენკო 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში მისი მმართველობის განმავლობაში ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნიკოლაი

 | 

სტატკევიჩს

 | 

ბელარუსის

 | 

საარჩევნო

 | 

კომისიამ

 | 

უთხრა

 | 

საარჩევნო

 | 

რეგისტრაციაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources