Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

მარიამ ჯაში: იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე

ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტი განხილებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესახებ, უმრავლესობას უთხრა, რომ ისინი სავარაუდოდ მარტო დარჩებიან ამ ინიციატივის მხარდამჭერებად და თუკი ქვეყანაში არასტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება, სჯობს ხელისუფლებამ არჩევნების გადადებაზე იფიქროს.  ეს გადაწყვეტილება აჩენს ერთი შეხედვით სერიოზულ კითხვებს. ჩვენ ვნახეთ რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია კორონავირუსის მართვის პერიოდში, არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები აძლევს ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულაციების საშუალებას. ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, ანგარიშვალდებულება ჯანდაცვის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრითან, რეგულარული დიალოგის საშუალება რომ ყოფილიყო საპარლამენტო ფორმატში, შესაძლოა არ გვქონოდა ამდენი კითხვები - თქვა პარლამენტარმა, რომელიც მიიჩნევს, რომ დეტალური კონსულტაციების გარეშე როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე მთავრობასთან, მის მხარდაჭერას ეს კანონპროექტი ვერ დაიმსახურებს.  ვიდრე არ მოხდება დეტალური განხილვა როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ჩვენ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას. ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში ოცნება დარჩება მარტო და თუკი ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს მომდევნო თვეების განმავლობაში, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე. არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენის დროს მისთვის არასასურველი საარჩევნოო უბნის იზოლაციის და დაკეტვის შესაძლებლობა მიეცეს - თქვა მარიამ ჯაშმა. მან კითხვა დასვა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კვლევებთან დაკავშირებითაც და ვინაიდან არ არსებობს ფართომასშტაბიანი ანტისხეულების კვლევა, რომელიც მოგვცემდა იმის ცოდნის საშუალებას, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ეს ვირუსი, გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტარებში ჩატარდეს ამგვარი კვლევა.  კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 19 მაისს განიხილავდნენ, ოპოზიციის აზრით  ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ყველა ძირითადი უფლება, რაც აქვს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობისას, გადაეცემა მთავრობას. პროექტის თანახმად, ფართოვდება საკარანტინო ღონისძიებების განმარტება და სხვა. მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა 2020 წლის 23 მაისს, რაც ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დროს. ასევე ნახეთ: რა უფლებამოსილება ეძლევა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ - ახალი პროექტი  

Related news

Latest News
Hashtags:   

მარიამ

 | 

იფიქრეთ

 | 

არჩევნების

 | 

გადადებაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources