Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ევროპარლამენტარი გლუკსმანი: 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული

ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანის განცხადებით, ევროპელი დეპუტატების ხმას ისმენენ საქართვლოში და სწორედ ევროპარლამენტარების აქტიურამ მოახდინა ზეგავლენა დაკავებულების შეწყალებაზე. ფრანგი ევროპარლამენტარის შეფასებით, 8 მარტის შეთანხმება ჯერ სრულად შესრულებული არ არის და აუცილებელად უნდა გაგრძელდეს პროცესის შემდგომი ზედამხედველობა.  „ევროპარლამენტარების მობილიზებამ მოახდინა ზეგავლენა ბატონი უგულავას შეწყალების გადაწყვეტილებაზე და გზა ჯერ არ არის მკაფიო - შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ უნდა გავაგებინოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი საქართველოს ევროპული გზისთვის და ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ის უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკოსებისა და ასევე - მედიამფლობელების გასამართლებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძლიერი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს წინასაარჩევნო პროცესები. ეს არჩვნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა გლუკსმანმა 19 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. რაფაელ გლუკსმანი წარმოადგენს „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ - ქართული ოცნების პოლიტიკურ ოჯახს.   19 მაისს, კომიტეტის სხდომაზე, ევროპელი დეპუტატები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილავდნენ საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის ანგარიშს - საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპელმა დეპუტატებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯი - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლება. თუმცა არაერთმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდეა შესასრულებელი და ამ პროცესს ევროპარლამენტის ყურადღება არ მოაკლდება.   სხდომის წამყვანის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სახით, თუმცა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ ისევ ელოდება გათავისუფლებას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროპარლამენტარი

 | 

გლუკსმანი

 | 

მარტის

 | 

შეთანხმება

 | 

შესრულებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources