Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

NCDC: თანმხლები დაავადებები კოვიდინფიცირებულთა 10%-ს ჰქონდა, გართულებები 36%-ს

საქართველოში კორონავირუსით ინციფირებულთაგან თანმხლები დაავადებები 500 ჰოსპიტალიზებული შემთხვევიდან 17-ს ჰქონდა. ყველაზე გავრცელებული თანხმლები დაავადება ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა იყო, რომელიც 7 ადამიანს ჰქონდა; 4 შემთხვევაში გამოვლინდა გული-სისხლძარღვთა დაავადებები, 3 შემთხვევაში ავთვისებიანი სიმსივნე, იყო ასევე დიაბეტისა და ვირუსული ჰეპატიტის თითო შემთხვევა. მონაცემები ეყრდნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს – „საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა“, რომელიც 16 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდს მოიცავს და 500 დადასტურებული შემთხვევის ანალიზს გვთავაზობს, თუმცა თანმხლები დაავადებებისა და გართულებების მონაცემები 168 შემთხვევის მიხედვით არის მოცემული.  ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმეტესობა კლინიკებში 21-დან 30-მდე დღეს ატარებს. მხოლოდ ერთ პაციენტს დაჭირდა 40 დღეზე მეტხანს ჰოსპიტალიზება, იმ პაციენტების რაოდენობა კი, რომლებმაც 10 დღეზე ნაკლები ან 30-დან 40 დღემდე გაატარეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თითქმის თანაბარია.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულ 168 პაციენტს შორის პნევმონია დაფიქსირდა 24 შემთხვევაში (14.3%), 13-ს (7.7%) განუვითარდა რესპირატორული მწვავე დისტრეს სინდრომი.    

Related news

Latest News
Hashtags:   

თანმხლები

 | 

დაავადებები

 | 

კოვიდინფიცირებულთა

 | 

ჰქონდა

 | 

გართულებები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources