Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ოკუპირებული აფხაზეთისთვის კორეული ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების საკითხს საქართველოს საელჩო სწავლობს

გამოცემა The Korea Herald-მა 18 მაისს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სამხრეთკორეული ჰუმანიტარული დახმარების თემას შეეხებოდა. სტატიაში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია Global Honors Network-ის ინიციატივაზე, ოკუპირებული აფხაზეთისთვის COVID-19-თან ბრძოლისთვის ტვირთის, მათ შორის სადიაგნოსტიკო ტესტების მიწოდებაზე. სტატიაში აფხაზეთი სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული, რომელმაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩამოთვლილი იყო ქვეყნებიც, რომელთაც ეს „დამოუკიდებლობა“ აღიარეს. სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საელჩო სამხრეთ კორეის საგარეო უწყებას დაუკავშირდა, უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. ამასთან, კორეული გამოცემის სტატიაში დღეს რამდენიმე ცვლილება შევიდა - მაგალითად, აფხაზეთი სათაურიდან საერთოდ წაიშალა.  „კორეის რესპუბლიკა უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამის გარდა, კორეის მთავრობა არანაირ მონაწილეობას არ იღებს დახმარების გაწევაში, როგორც ეს იყო მითითებული სტატიაში. გამომცემლობამ შეცვალა ტექსტი საელჩოს ჩარევით, ამოიღეს ტექსტი, სადაც აფხაზეთი იყო მოხსენიებული ახლადშექმნილ სახელმწიფოდ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, ის დაფუძნებულია კორეაში, აქვს კავშირები რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ ეტაპზე ვცდილობთ გავიდეთ ხაზზე ამ ორგანიზაციასთან, რომ დავაზუსტოთ უფრო მეტი დეტალი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. ამასთან, ელჩის ცნობით, სამხრეთ კორეიდან ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას სახელმწიფოს ლიცენზია სჭირდება, რაზეც მიმართვა არ შესულა. დიპლომატი არ გამორიცხავს, რომ დახმარების მიწოდება მესამე ქვეყნის მეშვეობით მოხდეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ოკუპირებული

 | 

აფხაზეთისთვის

 | 

კორეული

 | 

ჰუმანიტარული

 | 

ტვირთის

 | 

მიწოდების

 | 

საკითხს

 | 

საქართველოს

 | 

საელჩო

 | 

სწავლობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources