Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

საქართველოდან ექსპორტი თითქმის 12%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 001.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს 11.9%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეულია: ჩინეთი (131.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (113.1 მლნ აშშ დოლარი) და ბულგარეთი (111.3 მლნ აშშ დოლარი). ათეულში არიან: თურქეთი, უკრაინა, აშშ, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი და ესპანეთი. 2020 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები. მათი წილი ექსპორტის 30.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.9%) და მესამეზე ყურძნის ნატურალური ღვინო (7.8%).

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოდან

 | 

ექსპორტი

 | 

თითქმის

 | 

შემცირდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources