Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ფიზიკური დაპირისპირება კომენდანტის საათის დროს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი კორპუსის სადარბაზოსთან იმყოფებოდა, რა დროსაც სამართალდამცავები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს. აღნიშნულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა მეზობლებს დახმარება სთხოვეს. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩხუბი სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის. სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლების თქმით, დაშავდა რამდენიმე პირი, მათ შორის, არასრულწლოვანი, ამიტომ ისინი იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივებისვე თქმით, დაპირისპირებაში, დაახლოებით, 30-მდე სამართალდამცველი მინაწილეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფიზიკური

 | 

დაპირისპირება

 | 

კომენდანტის

 | 

საათის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources