Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

შსს: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 101 ახალი ფაქტი გამოავლინეს.  პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს, თვითიზოლაციის წესი კი 1-მა ადამიანმა დაარღვია.  შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. 

Related news

Latest News
Hashtags:   

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

რეჟიმის

 | 

დარღვევის

 | 

ახალი

 | 

ფაქტი

 | 

გამოვლინდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources