Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

გერმანია და საფრანგეთი პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდს ქმნიან

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდნენ წინადადებით, შეიტანონ 500 მილიარდი ევრო კორონავირუსის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდში. მაკრონი და მერკელი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ ვიდეო კავშირის საშუალებით. მათი თქმით, პარიზი და ბერლინი დაინტერესებული არიან, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი და ამიტომ გადაწყვიტეს გამოსულიყვნენ ასეთი ინიციატივით. ფონდის თანხები მოხმარდება ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს და სექტორებს. ვის სჭირდება ყველაზე მეტად ეს დახმარება, ევროკომისია გადაწყვეტს. ახალი ფონდი შეიძლება გახდეს ევროკავშირის 2021 და 2027 წლების საერთო ბიუჯეტის დამატება. დასავლეთის მედია მიიჩნევს, რომ ფონდის შექმნა მნივშნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც პანდემიის შემდეგ ევროკავშირის გაერთიანება შეეძლება.

Related news

Latest News
Hashtags:   

გერმანია

 | 

საფრანგეთი

 | 

პანდემიის

 | 

შემდგომი

 | 

აღდგენის

 | 

ფონდს

 | 

ქმნიან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources