Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ტრამპი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აშშ აღარ დააფინანსებს, თუ ის მუშაობას არ გააუმჯობებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, რომ აღარ დააფინანსოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO), თუ ის არ იკისრებს ვალდებულებას, გააუმჯობესოს მუშაობა 30 დღის განმავლობაში. ტრამპის თანახმად, სხვა შემთხვევაში, აშშ თავის წევრობას ორგანიზაციაში გადახედავს და დაფინანსების დროებითსშეწყვეტასსშეცვლის მუდმივი შეწყვეტით. ამის თაობაზე ტრამპმა მისწერა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და წერილი ტვიტერით გამოაქვეყნა. ტრამპის თქმით, ერთადერთი წინ მიმავალი გზა ორგანიზაციისთვის, ჩინეთისგან დამოუკიდებლობაა. ადრე ტრამპმა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის „მარიონეტი“ უწოდა. ვაშინგტონში თვლიან, რომ პეკინი ეპიდემიის გავრცელების ნამდვილ მასშტაბებს და სიჩქარეს მალავდა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, აშშ-ის მთავრობის აზრით, ბრმად უჯერებდა პეკინიდან მომავალ მონაცემებს და ვერ შესძლო ვითარების სერიოზულობის შეფასება. შედეგად პანდემია გამოცხადდა მარტის შუაში, როცა კორონავირუსის ინფექციით ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა მსოფლიოში. ინფექციის წარმოშობის და მასიური გავრცელების გამოძიებისკენ მოწოდებით გამოდის ევვროკავშირი და ავსტრალია. ამ წინადადებას მხარს უჭერს 122 ქვეყანა, მათთან ერთად, ბრიტანეთი და რუსეთი.  ჩინეთმა უარყო მოწოდებები კორონავირუსის აფეთქების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ. ამ ქვეყნის მეთაურმა, სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის იყო „მაქსიმალურად სანდო და გამჭვირვალე“. მის ითქმით, უნდა გადაიდოს ყოველგვარი გამოძიება, სანამ პანდემია მთელ მსოფლიოში სრული კონტროლის ქვეშ არ იქნება. სი ძინპინმა დასძინა, რომ პეკინი ორი წლის განმავლობაში ორ მილიარდ დოლარს გადაურიცხავს პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს დახმარების სახით. 19 მაისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4,8 მილიონი ადამიანი, მას ემსხვერპლა319 ათასი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა1,8 მილიონია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტრამპი

 | 

ჯანდაცვის

 | 

მსოფლიო

 | 

ორგანიზაციას

 | 

დააფინანსებს

 | 

მუშაობას

 | 

გააუმჯობებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources