Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

მაკა სოლოღაშვილი: იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა სხვა ვირუსული ინფექციების კუთხითაც

კორონავირუსის შემთხვევების მატება გვაქვს ძირითადად, უკვე ცნობილი, ჩაკეტილი კლასტერებიდან და დიდი იმედია, რომ ახალი არ გამოჩნდება - ამის შესახებ მედიას უთხრა აკადემიკოს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა. მისი შეფასებით, იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა არა მხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციების კუთხითაც. მაკა სოლოღაშვილი მიიჩნევს, რომ ზაფხულის მომდევნო ორი თვე სერიოზული ტესტია და გარკვეული მოლოდინის ჩამოყალიბების შესაძლებლობას შექმნის: „თუმცა, ფაქტია, რომ კოვიდ 19-ისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით, კიდევ როგორ განვითარდება“. რაც შეეხება შემოდგომისთვის კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინს, მაკა სოლოღაშვილის თქმით, უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არსებული რეკომენდაციების დაცვა. 19 მაისის დილის მონაცემებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-ის დიაგნოზით მკურალობენ 42 პაციენტს. მათგან 10 ბავშვია. რეანიმაციაშია ორი პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევაა და ის ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.  ქვეყანაში დადასტურებულია სულ 702 შემთხვევა. მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელებულია. 12 გარდაიცვალა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

სოლოღაშვილი

 | 

იზოლაციამ

 | 

საქმე

 | 

გააკეთა

 | 

ვირუსული

 | 

ინფექციების

 | 

კუთხითაც

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources