Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

საგარეო უწყება: საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 11,880 მოქალაქე

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 20,880 მოქალაქეს და სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 11,880 მოქალაქე.  მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი. 

Related news

Latest News
Hashtags:   

საგარეო

 | 

უწყება

 | 

საქართველოში

 | 

ორგანიზებულად

 | 

დაბრუნდა

 | 

მოქალაქე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources