Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

მარინა ეზუგბაია: თვითშეზღუდვები დავიწესოთ - დარჩი სახლში უნდა დარჩეს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია თვლის, რომ თუკი არსებული მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღა გადავლახეთ, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ცხოვრება თვითშეზღუდვებით გააგრძელონ და კვლავ უარი თქვან სახლიდან ხშირად გასვლასა და თავყრილობებში მონაწილეობაზე.  მიუხედავად შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნისა, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება. აკრძალული და შეზღუდული ცხოვრების სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას ნუ ვეცდებით. თვითშეზღუდვები დავიწესოთ - დარჩი სახლში უნდა დარჩეს. მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში უნდა დავტოვოთ სახლი და გავიდეთ აუცილებელ საქმეზე. რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები ქუჩებში, ეზოებში - მე ვთხოვდი მოსახლეობას მაინც თავი შევიკავოთ და აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ გარეთ სახლიდან. შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. მიღებული შედეგების გამყარებისთვის საჭიროა ჩვენი თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს19 მაისს. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა აუცილებელი იყო ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა თითოული ადამიანის მცდელობას, შეამციროს თავყრილობები კვლავ ექნება გავლენა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.  Stopcov.ge-ს 17 მაისის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 695 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია - 425 ადამიანი; გარდაცვლილია - 12; კარანტინის რეჟიმში რჩება - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

თვითშეზღუდვები

 | 

დავიწესოთ

 | 

დარჩი

 | 

სახლში

 | 

დარჩეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources