Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისის კლასტერიდანაა

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული ერთი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია. „ეს ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, - უთხრა მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. ქალაქი ბოლნისი და მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი და გეტა მკაცრი კარანტინის ზონებად რჩებიან. კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისი 23 მარტს ჩაიკეტა, მუშევანი 25 აპრილს და გეტა 15 მაისს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 150-ს აჭარბებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებული

 | 

ახალი

 | 

პაციენტი

 | 

ბოლნისის

 | 

კლასტერიდანაა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources