Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ევროპარლამენტში იმსჯელებენ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ბრიუსელში, დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ანგარიშს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშის ავტორია საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი, ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი. მის ანგარიშს ეფუძნება რეზოლუციის პროექტი. მასში ცვლილებების შეტანის ვადა 20 მაისს იწურება. ანგარიშის მიმოხილვაში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი რეფორმებისა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების სახით. თუმცა, როგორც ანგარიში, ასევე რეზოლუციის პროექტი ასახავს არაერთ პრობლემურ საკითხს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული იმ საქმეების გამო, რომლებმაც ხელი შეუწყეს უნდობლობის გაზრდასა და დაძაბულობის გამწვავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის; ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სამართალწარმოების უმაღლეს სტანდარტებს, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად; ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რათა ნებისმიერ ახალ დანიშვნამდე უზრუნველყოფილ იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება; ევროპარლამენტი წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელ შერჩევის პროცედურას სერიოზულ ნაკლოვანებები ჰქონდა; ტექსტში ასევე აღნიშნულია პოლიტიკაში ანტაგონიზმის და პოლარიზაციის შემცირებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებში და კერძოდ, პარლამენტში. ამ კუთხით წუხილია გამოხატული იმის გამო, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, სტრასბურგში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების კომიტეტის მე-9 სხდომაზე ვერ დამტკიცდა დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები.

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროპარლამენტში

 | 

იმსჯელებენ

 | 

საქართველოს

 | 

ასოცირების

 | 

შეთანხმების

 | 

შესრულებაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources