Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულნი არიან რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები, რომლებიც აფხაზეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და სოხუმის პანსიონატ „აიტარში“ იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავთ. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 24 შემთხვევა. მათგან ერთი გარდაცვალების. ინფიცირებულთა შორისაა გუდაუთაში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ბაზის სამხედრო.

Related news

Latest News
Hashtags:   

ოკუპირებულ

 | 

აფხაზეთში

 | 

კორონავირუსის

 | 

ახალი

 | 

შემთხვევაა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources