Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში კარანტინი გაუქმდა

დღეს დილიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მკაცრი შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე გადაწყვიტა. ისევ ჩაკეტილია ქალაქი ბოლნისი და სოფლები მუშევანი და გეტა. კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისში მკაცრი კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ხოლო გეტა 15 მაისს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 150-ს აჭარბებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოლნისის

 | 

მუნიციპალიტეტის

 | 

სოფელში

 | 

კარანტინი

 | 

გაუქმდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources