Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ბოლნისის რაიონის 7 დასახლებაში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები უქმდება

ხვალიდან, 19 მაისიდან ბოლნისის რაიონის 7 დასახლებაში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები უქმდება. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი. ამ დასახლებებში კვლავ ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა წესები. ბოლნისის რაიონში მკაცრი საკარანტინე ზომები 23 მარტიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადდა. ქვემო ქართლის და მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის კლასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 701 პირს დაუდგინდა, მათგან 432 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოლნისის

 | 

რაიონის

 | 

დასახლებაში

 | 

მკაცრი

 | 

საკარანტინე შეზღუდვები

 | 

უქმდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources