Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ირანი: ებრაულ საკურთხეველს მინიმალური ზიანი მიადგა ხანძრის შედეგად

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის დასავლეთით მდებარე პროვინცია ჰამედანში არსებულ, უძველეს და მნიშვნელოვან ებრაულ ადგილს - სადაც, გავრცელებული რწმენით, ბიბლიური დედოფალი ესთერი და მისი ბიძაშვილი, მორდექაი არიან დამარხულნი - მინიმალური ზიანი მიადგა შაბათ-კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად.  ჯერჯერობით დადასტურებული არ არის რამ გამოიწვია 15 მაისს მომხდარი ინციდენტი, რომელსაც აშშ-ში დაფუძნებული ებრაული ჯგუფები გმობენ და ანტისემიტურ თავდასხმად მიიჩნევენ. ირანის მესვეურები აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.  17 მაისს, ადგილების მონახულების შემდეგ, თეირანის ებრაელთა თემის ხელმძღვანელმა, ჰომაიონ სომაემ განაცხადა, რომ ესთერის და მორდექაის საკურთხეველი სრულიად უვნებელია და დასძინა, რომ ინციდენტი გადაჭარბებულ და გაზვიადებულ იქნა ისლამური რესპუბლიკის მტრების მიერ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ირანი

 | 

ებრაულ

 | 

საკურთხეველს

 | 

მინიმალური

 | 

ზიანი

 | 

მიადგა

 | 

ხანძრის

 | 

შედეგად

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources