Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

პოლონეთი და ვატიკანი აღნიშნავენ მეასე წლისთავს წმინდა იოანე პავლე მეორის დაბადებიდან

ვატიკანში და მის მშობლიურ ქვეყანაში, პოლონეთში, 18 მაისს საგანგებო საეკლესიო მსახურებებით პატივი მიაგეს წმინდა იოანე პავლე მეორის ხსოვნას, მისი დაბადებიდან მეასე წლისთავზე. ღონისძიებების ფონია ახალი ბრალდებები პოლონეთის კათოლიკე ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შესახებ.  იოანე პავლე მეორე, ერისკაცობაში კაროლ ვოიტილა, 1920 წლის 18 მაისს დაიბადა, პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეში. ისტორიას ის უწინარესად დაამახსოვრდა პოლონეთის კომუნისტური სისტემის საფუძვლების დასუსტებით იმ ტალღის დროს, როცა 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპაში ეს სისტემები დაეცა.  წმინდა იოანე პავლე მეორის ხსოვნისთვის პატივის მიგებისას, გვახსოვდეს ის, რომ უფალს უყვარს თავისი ხალხი, ის თავის ხალხს ეწვია, მან მწყემსი გამოგზავნა - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ტაძარში გამართულ მსახურებაზე.  ქარიზმატული პაპი მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და მშვიდობის აუცილებლობას შეხვედრებზე მსოფლიოს ლიდერებთან, მაგალითად ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელ მიხაილ გორბაჩოვთან. ის იყო პირველი სლავური წარმომავლობის სასულიერო პირი და 450 წლის განმავლობაში პირველი არა-იტალიელი, რომელიც კათოლიკე ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 1981 წელს ის მკვლელობის მცდელობას გადაურჩა წმინდა პეტრეს მოედანზე.  თუმცა იოანე პავლე მეორე, რომელიც 2014 წელს აკურთხეს წმინდანად, ასევე ახსოვთ სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების გამაღრმავებელ ლიდერად, თავისი კონსერვატიული მიდგომით დოქტრინასთან და მკაცრი წინააღმდეგობით აბორტის, ქორწინების გარეთ სექსუალური კავშირების, ევთანაზიის, ინ ვიტრო განაყოფიერების და ჰომოსექსუალობის მიმართ.  იოანე პავლე მეორე 2005 წელს გარდაიცვალა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

პოლონეთი

 | 

ვატიკანი

 | 

აღნიშნავენ

 | 

მეასე

 | 

წლისთავს

 | 

წმინდა

 | 

იოანე

 | 

პავლე

 | 

მეორის

 | 

დაბადებიდან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources