Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ოხანაშვილი: ცინიკურია რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმ შეთანხმებას ვასრულებთ, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და სადაც დავდეთ პირობა, რომ შევიტანთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ - „ქართული ოცნების“ გუნდს სრულად შეგვწევს უნარი და გვაქვს რესურსი, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ,  ეს არ ართმევს პასუხისმგებლობას  ოპოზიციურ ჯგუფებს (რომლებიც ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან), რომ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან და მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს. ყველა მხარე თანაბრადაა ვალდებული, შეასრულოს პირობა, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს”, - თქვა ოხანაშვილმა.   დეპუტატი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. „დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი“, -დასძინა ანრი ოხანაშვილმა. 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი რურუას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად არავითარი ახალი გარემოება არ არსებობდა. „მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, პარლამენტთან ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების ნაწილია. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ. მმართველი პარტიისგან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას მოითხოვდნენ აშშ-ის სენატორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტის წევრები.  მსჯავრდებული პოლიტიკოსები - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ოხანაშვილი

 | 

 ცინიკურია

 | 

რურუასა

 | 

საკონსტიტუციო

 | 

ცვლილებებს

 | 

შორის

 | 

დასვა

 | 

ტოლობის

 | 

ნიშანი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources