Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ნათია თურნავა: ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრ ნათია თურნავა ონლაინ ელაპარაკა ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ იაროსლავ ნარკევიჩს. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა ემზადება ტურისტული სეზონის გახსნისთვის. „პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს“ - ამბობს ნათია თურნავა. ონლაინშეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავა

 | 

ბალტიის

 | 

სამივე

 | 

სახელმწიფოსთან

 | 

საჰაერო

 | 

მიმოსვლის

 | 

აღდგენაზე

 | 

ვმუშაობთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources