Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს საბანკო სესხების მომსახურების კიდევ სამი თვით გადავადებას

ხელისუფლებას წინადადებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელიც გულისხმობს საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას. „ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ხილვა, რასაც უკანასკნელი დღეები ვაკვირდებით. ხელისუფლება საერთოდ აღარ ჩანს. თუ აქამდე იყო იმიტაცია, რომ პროცესებს მართავდნენ, დღეს საერთოდ დაიკარგნენ. ივნისში იწურება ის სამი თვე, რომლის განმავლობაშიც ბანკებს საშეღავათო პერიოდი ჰქონდათ დაწესებული. შესაბამისად, გაჩნდება გაზრდილი პროცენტების გადახდის ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, იძულებითი აღსრულება დაიწყება. საერთაშორისო პარტნიორებისა და სავალუტო ფონდების დახმარებით, ჩვენ საბანკო სექტორისთვის მილიარდ-ნახევარი დოლარი მოვიზიდეთ,  ეს გვაძლევს საშუალებას გაგრძელდეს საშეღავათო პერიოდი. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ სამი თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი. დარწმუნებული ვარ ამ მოწოდებაში სრულიად საქართველო ერთიანი იქნება“ - თქვა ნიკა მელიამ. მთავრობამ 21 აპრილს გამოაცხადა, რომ საბანკო სესხების მომსახურების სამი თვით გადავადება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე - ბიზნესისთვის.

Related news

Latest News
Hashtags:   

„ნაციონალური

 | 

მოძრაობა“

 | 

მოითხოვს

 | 

საბანკო

 | 

სესხების

 | 

მომსახურების

 | 

კიდევ

 | 

გადავადებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources