Friday 29 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ტიკარაძე: ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე „პირველი არხის“ ეთერში ბოლნისში COVID – 19-ით ინფიცირებულთა შემთხვევებს გამოეხმაურა. „ეს უბრალოდ კვლავ გვიჩვენებს, რომ ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის და ის უფრო მეტად ღრმა კვლევას საჭიროებს“, – თქვა ტიკარაძემ. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, თითოეული რეგიონი მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში მაინც მიიჩნეოდეს კოვიდინფექციისგან თავისუფალ რეგიონად. როგორც მინისტრი ამბობს, თუ ბოლნისში შემდეგ დღეებში ათ და მეტ პაციენტს დაუდასტურდა COVID – 19, რეგიონში ღონისძიებები გამკაცრდება. შეკითხვაზე, ბოლნისის ახალი შემთხვევებიდან გამომდინარე, იყო თუ არა ნაჩქარევი შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა და მოსალოდნელია თუ არა უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის თავიდან ამოქმედება, ტიკარაძემ უპასუხა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე იყო დამყარებული და შესაბამისად, ის სრულიად გამართლებული იყო. მისი თქმით, მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და აქედან გამომდინარე, „ერთგვაროვნად ვერ ვიმსჯელებთ, რომ დღევანდელი თხუთმეტი შემთხვევა შეიძლება, ძალიან სარისკოდ ჩაითვალოს“. 14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელში COVID - 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება.  სამთავრობო ვებსაიტის (StopCov.ge), მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 667 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 383, გაირდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4233 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტიკარაძე

 | 

ბოლნისის

 | 

რაიონში

 | 

ჯაჭვი

 | 

გაწყვეტილი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources