Saturday 30 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 16 days ago

მოსკოვის სასამართლომ პოლ უილენი 13 სექტემბრამდე დატოვა წინასწარ პატიმრობაში

რუსეთის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ უილენი სექტემბრის შუა რიცხვებამდე დარჩეს წინასწარ პატიმრობაში, სანამ გრძელდება მისი სასამართლო პროცესი ჯაშუშობის ბრალდებით. მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ „უკუაგდო ჩვენი სააპელაციო სარჩელი აღმკვეთი ზომის გაგრძელების თაობაზე“, განაცხადა უილენის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკოვმა 14 მაისს. 23 მარტს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უილენს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ექვსი თვით გაუგრძელა 13 სექტემბრამდე. 50 წლის უილენი, რომელსაც ამავე დროს ბრიტანეთის, კანადისა დ ირლანდიის მოქალაქეობაც აქვს, 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მოსკოვში. პროკურორების მტკიცებით, მისი „ფლეშ-დისკი“ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში უილენს 20 წლით პატიმრობა ემუქრება. უილენი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ ისინი პოლიტიკური ხასიათისაა. ამავე დროს, ის ამბობს, რომ მცველები მას სასტიკად ეპყრობიან. აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი აცხადებს, რომ ის მოსკოვში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მოსკოვის

 | 

სასამართლომ

 | 

უილენი

 | 

სექტემბრამდე

 | 

დატოვა

 | 

წინასწარ

 | 

პატიმრობაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources