Saturday 30 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 19 days ago

მოსკოვის ოლქის კერძო ჰოსპისისში ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში დააკავეს კერძო ჰოსპისისში ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაკავებულია მისი ორგანიზატორი. როგორც რუსეთის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში აცხადებენ, დაკავებულია ჰოსპის „მეორე სახლის“ ორგანიზატორი დმიტრი ნოვიკოვი. ტასის ცნობით, ის თავად გამოცხადდა გამომძიებლებთან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილის მუხლით. ასევე იტყობინებიან, რომ ჰოსპისი რეგისტრირებული იყო როგორც დაწესებულება სადღეღამისო ზედამხედველობით, ამიტომ მასში არ ტარდებოდა სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება. რია ნოვოსტის ცნობით, დაწესებულებას არ ჰქონია არავითარი დოკუმენტები წარმოებული საქმიანობის შესახებ და ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული. ხანძარი მოხდა კვირას ღამით. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი, კიდევ 9 ჰოსპიტალიზებულია. ექვსი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, სამს საშუალო ხარისხის დამწვრობა აქვს. მთლიანობაში ჰოსპისში ხანძრის მომენტისთვის 66-დან 99 წლის ასაკამდე 29 ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გამოიწვია ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ.

Related news

Latest News
Hashtags:   

მოსკოვის

 | 

ოლქის

 | 

კერძო

 | 

ჰოსპისისში

 | 

ხანძრის

 | 

შედეგად

 | 

ადამიანი

 | 

დაიღუპა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources