Saturday 30 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 19 days ago

“ამნესტი ინტერნეიშენალი”: სირიის და რუსეთის სამხედრო ძალების ბოლო დროის თავდასხმები „სამხედრო დანაშაულის ტოლფასია“

საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალი” აცხადებს, რომ მან დოკუმენტურად დაადასტურა სირიის რეჟიმისა და რუსეთის სამხედროების მიერ ბოლო წელს სირიის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი 18 თავდასხმა, რომელიც უტოლდება სამხედრო დანაშაულს. უფლებათდამცველი ორგანიზაციის 10 მაისის ანგარიში მოიცავს 2019 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვალში მომხდარქალაქ იდლიბსა და მის შემოგარენში თავდასხმებს, რომლებსაც თან ახლდა საერთაშორისო სამართლის მრავლობითი დარღვევა.   „ეს დარღვევები სამხედრო დანაშაულის ტოლფასი“, - ნათქვამია “ამნესტი ინტერნეიშენალის” ანგარიშში. დოკუმენტში მოყვანილია სირიის სამთავრობო ჯარების სამი მიწისზედა თავდასხმა და ორი აფეთქება მოწყობილი კასრის ბომბების გამოყენებით. დანარჩენი 14 დარტყმა განხორციელდა ჰაერიდან: ორის სირიის სამთავრობო ჯარების, შვიდი - რუსეთის სამთავრობო ჯარებისა და დანარჩენი ოთხი თავდასხმა სირიისა და რუსეთის ერთობლივი მონაწილეობით.   “ამნესტი ინტერნეიშენალი” აცხადებს, რომ თავის დასკვნა გაუგზავნა სირიის საკითხების გაეროს მისას, რომელიც სირიისა და რუსეთის მთავრობათა საქმიანობას სწავლობს, მაგრამ 4 მაისამდე, როდესაც ანგარიში მზად იყო, პასუხი არ მიუღია. მანამდე გამოქვეყნდა გაეროს ანგარიში სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა იმის გამო, რომ დოკუმენტში არ იყო ნახსენები რუსეთი. 

Related news

Latest News
Hashtags:   

“ამნესტი

 | 

ინტერნეიშენალი”

 | 

სირიის

 | 

რუსეთის

 | 

სამხედრო

 | 

ძალების

 | 

დროის

 | 

თავდასხმები

 | 

„სამხედრო

 | 

დანაშაულის

 | 

ტოლფასია“

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources